LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ჩამოვა ვაქცინების ახალი პარტია – “ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს”: თამარ გაბუნია

96
Untitled design - 2022-02-15T122136.983

როდის ჩამოვა საქართველოში ვაქცინების ახალი დოზები, – ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაუსვეს.

„ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ფაიზერთან“. ვაქცინების მოწოდება განახლდება პირველი კვარტლის ბოლოდან, თუმცა ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს და როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა, ეს პირობაც გათვალისწინებული არის, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინები.

ზუსტი ვადები ამ ეტაპზე არ შემიძლია დავაზუსტო, რადგან ეს სამომავლოდ რამდენიმე პირობაზეა დამოკიდებული“. – განმარტა გაბუნიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები