LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა

91
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

დღევანდელ კომიტეტზე კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს უსმენდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მმართველ პარტიაში ეს გადაწყვეტილება უწყების  გაძლიერების მოტივით ახსნეს.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი შედიოდა, 1 მარტს მას უფლებამოსილება ეწურება.

თოლორაიამ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

NGO-ები: მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი