LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ფრენები გრძელდება

75
SkyUp-Lviv-1280x720

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines საქართველოდან უკრაინის მიმართულებით ფრენებს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ ავრცელებს, რომელიც ავიაკომპანიის წარმომადგენლობას ესაუბრა.

SkyUp Airlines-ში ამბობენ, რომ უკრაინული ავიაკომპანია კვირის განმავლობაში ბათუმიდან კიევის მიმართულებით ორ, ხოლო თბილისიდან შვიდ რეისს ასრულებს და ამ ეტაპზე, ფრენების განრიგში ცვლილება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, Украинская правда-ს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო სივრცეში მოძრავი თვითმფრინავები 14 თებერვლიდან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების მიერ აღარ იქნება დაზღვეული, რაც ფრენების გაჩერებას ან გაუქმებას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები