LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისობას კონკას მიმდებარე სკვერში რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება

94

“6 და 7 ოქტომბერს გაიმართება “თბილისობა 2018”. საკმაოდ დატვირთულია 6-7 ოქტომბერი სხვადასხვა ღონისიძიებებით,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე შედგება „თბილისური ვოდევილი“-ს პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები. ყველა ეთნოსითა და ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ახასიათებს თბილისს, სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. 7 ოქტომბერს კონკას მიმდებარე სკვერში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და ქართული ხმების კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე 7 ოქტომბერს, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება, კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. საკმაოდ დატვირთული იქნება 6-7 ოქტომბერი ამიტომ ყველას მინდა მივმართო, ვისაც გაუხარდება, მოიყვანოს შვილები, შვილიშვილები და ერთად ვიზეიმოთ თბილისობა,”- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისობის ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთა ხევში. რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება. ორი დღის განმავლობაში, გაიმართება კონცერტები, გამოფენები, სპორტული თუ სხვადასხვა საბავშვო გასართობი ღონისძიებები.

თბილისობის სტუმრებს ელოდებათ ასევე პროექტი- „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს, ნებისმიერ მსურველს მიეცემა საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს ღონისძიებაში, სცენაზე ავიდეს და საკუთარი თავი დირიჟორის ამპლუაში გამოსცადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები