LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში იწევს მაღლა და უახლოვდება პიკურ ტემპერატურას“ – ინგა მამუჩიშვილი გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს

16048
inga-mamuchishvili142

მედიცინის მეცნირებათა დოქტორმა, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ,,ფორტუნას” გადაცემაში სტუმრობისას ომიკრონის დროს, ბავშვებში ცხელების თავისებურებებზე ისაუბრა.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში იწევს მაღლა და უახლოვდება პიკურ ტემპერატურას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწიოს. ტემპერატურის მატებისას, სანამ ის პიკს მიაღწევს, ბავშვებისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების სპაზმი და კანკალი, ამ დროს ბავშვი შეგვიძლია ჩავათბუნოთ, რადგან მას სცივა. როდესაც ტემპერატურა პიკს აღწევს, ბავშვი ცხელდება, ხურდება და ასეთ დროს აუცილებლად უნდა გავაგრილოთ. ექიმების ნაწილი თვლის, რომ ასეთ დროს ბავშვს სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა უნდა მივცეთ, თუმცა ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ასეთ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ხალხური მეთოდებიც, ბავშვის გაშიშვლება და დაზელა ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით. დაზელვისას ცივი წყლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბავშვს შეიძლება გულყრა განუვითარდეს. ბავშვს განსაკუთრებით უნდა დავუზილოთ მაგისტრალური სისხლძარღვების ადგილები, იდაყვის შიდა ზედაპირები, საფეთქლები, კისრის, ყელის არე, საზარდულები, მუხლის უკანა ზედაპირები, ხელის და ფეხის გულები. მაღალი ტემპერატურისას, ხშირად ამართლებს ხელის და ფეხის გულებზე წასმული ათქვეფილი კვერცხის გული. აუცილებელია, ბავშვი დავტვირთოთ სხვადასხვა სითხეებით და ელექტროლიტებით. სასურველია, ბავშვის პირადი ექიმი საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაღალი ტემპერატურის პირველივე დღეს, რომ მივიღოთ კონსულტაცია, თუ როგორ ვმართოთ მაღალი ტემპერატურა. თუ 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა შევისწავლოთ ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შევაფასოთ პროცესი ვირუსულია თუ დაიწყო მისი გართულება“ – განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“.

კვერცხის გული, სოდიანი წყალი, თაფლი და რძე – ინგა მამუჩიშვილის პრაქტიკული რჩევები ომიკრონის დროს მაღალი სიცხისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები