ჰიუ ჯეკმანსა და მის ცოლს, დებორა ლი ფერნესს შორის 13 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. მათ თითქმის 30 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთ-ერთ ყველაზე მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება.
ამჯერად წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში, სეირნობისას გადაიღეს, ისინი ხელჩაკიდებულები მიემართებოდნენ სავახშმოდ. წყვილის გამოჩენა არც ამჯერად დარჩა ყურადღების მიღმა. ინტერნეტსივრცეში მათ ასაკობრივ სხვაობაზე საუბრობენ.
„წარმოუდგენლად შეუფერებელი წყვილია“, „ჰიუ ჯეკმანს ნამდვილად არ შეეფერება“, „რატომ არ ზრუნავს გარეგნობაზე?“, „ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემია“, – წერენ კომენტარებზე.