თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პირველადი სასწრაფო დახმარების პუნქტი გაიხსნა. სამედიცინო პუნქტი უკვე ფუნქციონირებს და აეროპორტის სტუმრებს, მგზავრებსა და თანამშრომლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს:
? პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მგზავრებისთვის, როგორც თვითმფრინავში, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე;
? მგზავრთა კონსულტირება თვითმფრინავზე დაშვების სამედიცინო უკუჩვენებებზე;
? ექიმის კონსულტაცია;
?ელექტროკარდიოგრაფია – ეკგ;
? გლიკემის განსაზღვრა;
? სამედიცინო მანიპულაციების სრული სპექტრი: ინტრამუსკულარული და ინტრავენური ინექცია, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, ინტრავენური ინფუზია და სხვა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: თბილისი – 032 2310 345; ბათუმი – 032 2800 816