რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს პრეზიდენტი და ჩაფრინდება თუ არა ის უკრაინაში – ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ზელენსკიმ ის სატელეფონო საუბრის დროს მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.
[related_news id=”654189″ align=”left”]
სატელეფონო საუბრისა ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის არმიას აქვს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ძლიერი უკრაინული არმიაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.