Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ: ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ: ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი

278
s960-TIM10500--003-

“სერგეი შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ”, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბენ უოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სიტუაციის დეესკალაციისადმი და დაძაბულობის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისადმი ბრიტანეთის ერთგულება.

„მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი გენერალ შოიგუსთან და გენერალ გერასიმოვთან. გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ, შეშფოთების ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს რუსეთის მთავრობას. მკაფიოდ განვუცხადე, რომ შეჭრას მოჰყვება მძიმე შედეგები და ევროპის უსაფრთხოების დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს. საუბრისას მინისტრები მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები