ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ლამაზი მსახიობი, სოფი მარსო 55 წლისაა. ის 1966 წელს, მძღოლისა და გამყიდველი ქალის ოჯახში დაიბადა, შესაბამისად, საერთო კინოსთან არაფერი ჰქონია. მარსო იხსენებს, რომ გადასარევი ბავშვობა ჰქონდა, სანამ 9 წლის ასაკში მამა არ გარდაეცვალა. ამბობს, რომ ამის შემდეგ ძალიან ჩაიკეტა.
13 წლის იყო, როცა სამოდელო კასტინგში მიიღო მონაწილეობა და მალევე მას კინოში პირველი როლი შესთავაზეს. აქტიურ სამსახიობო კარიერას მარსო 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში იწყებს და ამაში მას ანდრეი ჟულავსკი ეხმარება, რომელიც მოგვიანებით მარსოს ქმარი ხდება. ფილმის „ანა კარენინა“ გადაღებებზე სოფიმ გაიცნო პროდიუსერი ჯიმ ლემსი, რომელსაც ცოლად გაჰყვა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა. სოფია ასევე ხვდებოდა კრისტოფერ ლამბერტს. ამჯერად მარსო პარიზის მახლობლად ცხოვრობს, დაკავებულია ხატვითა და მუსიკით.
ფოტო, ვიდეო: ბახვა ბრეგვაძე სოფი მარსოსთან ერთად
ფრანგული კინოს 5 მშვენება – რჩეული ფილმები