Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, დაცვის ნაცვლად ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, შესაძლოა, დაცვის ნაცვლად ტრანსპორტით და მძღოლით უზრუნველყოს

104

თუკი ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა უნდა ჩავანაცვლოთ ტრანსპორტით და მძღოლით, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ანზორ ჩუბინიძემ კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება და ერთი წლის გასვლის შემდეგ მთავრობა გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა მათ დაცვა.

„ერთი წელი ჩვენ მოგვცემს საშუალებას დაკვირვების, რისკების შეფასების. ამის შემდეგ გადაწყდება მათთვის დაცვის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი. არა მგონია, რომ დაცვის არსებობა ვინმესთვის კომფორტული იყოს. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ თუ საჭიროება არ არსებობს, დაცვა მაინც უნდა შენარჩუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უნდა ვუზრუნველვყოთ ტრანსპორტირებით, აღნიშნული საკითხი მთავრობის დადგენილებითაც შეიძლება დარეგულირდეს. თუ დაცვის საჭიროება არ არის, ჩვენ დაცვა სპეციალური ტრანსპორტირებით და მძღოლით უნდა ჩავანაცვლოთ. ამაზე ევროპული გამოცდილებაც მიგვითითებს. დაცვა სადაც საჭიროა უნდა დავტოვოთ, სადაც საჭირო არ არის, მოვხსნათ და სხვა მომსახურე საკითხებით ჩავანაცვლოთ,“ – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების სახელმწიფო დაცვის შეზღუდვის ინიციატივაზე საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები