LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბათ უფრო ადრე გვმართებდა დაგვეწყო ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა – პრემიერი

72

„ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხარვეზებს შეეხებოდა.

როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ გაურბის იმ თემებზე საუბრობს, რომლებზეც რეაგირება უფრო ადრე შეიძლებოდა.

„ჩვენ ალბათ უფრო ადრე გვმართებდა, დაგვეწყო ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ნაბიჯების გადადგმა ისევე, როგორ ინკლუზიურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო აქტიური რეფორმების გატარება. ჩვენ არ გავურბივართ საუბარს იმ თემებზე, რომლებზეც რეაგირება შეიძლება, ადრე გაკეთებულიყო და შედეგი ადრე დამდგარიყო,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები