LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულია 1200 ადამიანი

73

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა, კიდევ 2000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად, 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები