LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც პატარა ბავშვზე ვამბობთ, გინდა თუ არა ყველაზე ნიჭიერი ჩემიაო, ეს უფრო ჩვენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა და არა ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა – შალვა ამონაშვილი

100
page

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ვიდეო პოდკასტის მეშვეობით მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა და აღნიშნა, რამდენად უტრირებულია ხშირად მშობლების შეფასებები:

„ჩვენ რომ ბავშვები გვეზრდებიან, ხანდახან ლექსს ისწავლის ბავშვი, ან სურათს დახატავს, ან რაღაცას გააკეთებს და უცბად გვინდა, რომ გენიოსობა დავაბრალოთ მას. შეიძლება, ბავშვებს ბევრი ტალანტი აქვთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მარტო თქვენი შვილი კი არ არის გენიოსი და ტალანტი, სხვებისაც არის. არ ვეცადოთ, რომ ტელევიზიაში ვუჩვენოთ ბავშვი. შეიძლება, გავიდეს 7-10 წელი და ეს აღარ შედგეს.

„ნიჭი უცნაური მოვლენაა. ახლა არის და მერე უკან დაიხევს, ან მერე გამოჩნდება გვიან და ბავშვობაში თითქოს არანაირი ნიჭი არ ჰქონდა. ბავშვს არ უნდა გავუფუჭოთ სახელი. ვაცადოთ, თუ ნიჭიერია, გამოჩნდება. როდესაც პატარა ბავშვზე ვამბობთ, გინდა თუ არა ყველაზე ნიჭიერი ჩემიაო, ეს უფრო ჩვენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა და არა ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა. მოცარტი მამას დაჰყავდა ქალაქიდან ქალაქში. ხან მეფეებს და იმპერატორებს უჩვენებდა მის დაკვრას და ამაში ფულს აძლევდნენ მას. ამის ჟინი ჰქონდა მამას, თორემ მოცარტი მოცარტი იქნებოდა და შეიძლება მისი მემკვიდრეობა მეტიც კი დაგვრჩენოდა, იმიტომ, რომ მისმა ბავშვურმა ცხოვრებამ მას სიცოცხლე შეუმოკლა“, – განაცხადა შალვა ამონაშვილმა „ამონაშვილის აკადემიის“ პოდკასტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები