Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
წულუკიანი: სააკაშვილზე საუბარი უკვე საკმარისია, დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მისი ქცევა და უცნაური მოსაზრებები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: სააკაშვილზე საუბარი უკვე საკმარისია, დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მისი ქცევა და უცნაური მოსაზრებები

323
Untitled design - 2022-02-10T103412.552

წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპარლამენტო კომისიებს ოპოზიცია იყენებს უფრო გარკვეული სპექტაკლებისთვის, რაღაც ტიპის განცხადებებისთვის და დღემდე რა კომისიებიც შექმნილა, არასდროს არ ჰქონიათ არგუმენტები, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ამ დროს ყოველთვის მახსენდება, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში ოპოზიციის მიერ შექმნილმა და მათ მიერ დაკომპლექტებულმა საგამოძიებო კომისიამ დამიბარა, ეს იყო სამ წუთიანი გამოკითხვა.

მათ კითხვებიც კი არ ჰქონდათ დაბარებულ მინისტრთან. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია არ იქნება სერიოზული სახით წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მე პირადად, როგორც ერთი პოლიტიკაში ჩაბმული პირი, ვფიქრობ, რომ ყველანაირი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ასეთი ოპოზიციის პირობებში არის ჩვეულებრივი ფარსი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი უკვე საკმარისია.

„მგონია, რომ უკვე საკმარისია მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. ალბათ, უკვე დროა, რომ მთელმა ქვეყანამ გაიღვიძოს და დაიძინოს სხვა ამბებით, ვიდრე არის მიხეილ სააკაშვილის ქცევა, მისი უცნაური მოსაზრებები.

ის არის პატიმარი. პატიმარს აქვს თავისი უფლებები. შეიძლება, ჰქონდეს რთული მომენტებიც, რაც თავისუფლებაზე მყოფი ადამიანისთვის ხანდახან გაუგებარიც შეიძლება იყოს. მისი უფლებები არის დაცული, რაც ყველაზე მთავარია. ის არის ჯანმრთელად, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დანარჩენს, რა თქმა უნდა, იტყვის დამოუკიდებელი სასამართლო. ის ჩემთვის პირადად არავითარ პოლიტიკურ და არანაირ სხვა ტიპის ინტერესს არ წარმოადგენს“,- აღნიშნა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები