LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა

90

პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია განახლდა, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” შეუერთდა.

აქციის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძისა და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფილარმონიაში მივიდნენ, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს ხვდებოდნენ. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობის გამართვა.