აშშ-მ 2016 წელს Bitfinex-ზე, ჰაკერული შეტევის დროს, მოპარული $3.6 მილიარდის ბიტკოინი ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ილია ლიხტენშტეინი და მისი მეუღლე ჰეზერ მორგანი სამშაბათს, დილით დააკავეს.
ცნობისთვის, Bitfinex-ი მსოფლიოში უდიდეს სტაბილკოინთან, Tether-თან დაკავშირებული ბირჟაა. მაშინ, წყვილის მიერ ჰაკერული შეტევის დროს გატანილი ციფრული ვალუტა დაახლოებით $71 მილიონად იყო შეფასებული. ახლა კი, მოპარული ბიტკოინის მთლიანი ღირებულება დაახლოებით $4,5 მილიარდია.
წყვილმა თანხის ნაწილი ბიტკოინის ბანკომატების მეშვეობით გაიტანა, ნაწილი კი NFT-ების და ოქროს შესაძენად იყო გამოყენებული.
როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ლიხტენშტეინს და მორგანს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.