LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიასა და ესპანეთში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის

105
BeFunky-collage (1) (1)

The Guardian-ის ცნობით,პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით, იტალიის მთავრობამ რეგულაციის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და შიდა სივრცეებში.

როგორც მედია წერს, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო.

The Guardian-ის ცნობითვე, ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნა ესპანეთმაც.

ზომების შემსუბუქება კლინიკებში მიმართვიანობის შემცირების შემდეგ მიიღეს.

ამასთან, ესპანეთში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში თანდათან მცირდება, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი ისევ მაღალი რჩება და 300-დან 450-მდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები