Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზელენსკი პუტინს: უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ეს უკვე ზედმეტია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი პუტინს: უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ეს უკვე ზედმეტია

147
Untitled design - 2022-02-08T192636.833

ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებისგან სოლიდარობის ნაბიჯებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ ფრანგ კოლეგას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებისგან სოლიდარობის ნაბიჯებს. ძლიერი ნაბიჯია ემანუელ მაკრონისა და საფრანგეთის მხრიდანაც, რაც უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსურ დახმარებას გულისხმობს. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ქვეყნის ეკონომიკის დასტაბილურებაში”, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ფრაზას „მოგწონს თუ არა მოითმინე ჩემო ლამაზო“, რომელიც მის მიმართ იყო ნათქვამი.

„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, ვფიქრობ, ეს ჭკვიანურია. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, არამედ ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “მინსკის შეთანხმებაზე” დასმულ კითხვას უპასუხა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაადანაშაულა.

“მოქმედმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არცერთ პუნქტი არ მოსწონს მინსკის შეთანხმებიდან. ნუ, მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე, ჩემო ლამაზო! უნდა შეასრულო! სხვანაირად არ გამოვა”, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები