LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ახობაძის საინტერესო პოსტი კოვიდ-19 – ზე გავრცელებულ მითებზე

326
Untitled design - 2022-02-08T185432.269

სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. ნინო ანტივაქსერებს მიმართავს

ნინო ახობაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„არ ვიცი ვის გეყოფათ ნერვი-ამის ბოლომდე ჩაკითხვის. სუსტი ნერვების პატრონებმა ჩაუარეთ
——
მოკლედ ასე
გავიდა ორი მღელვარე წელი
ორი საშინელი წელი
მოგვიწია ახალ რეალობასთან შეგუება
ან ვერშეგუება ,
და რა გვაქვს დღეს ხელთ

ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ფონზე:
ვირუსი, რომელიც არ ჩაჯდა არც ერთ აქამდე ჩვენთვის ნაცნობ რეალობაში;
ვირუსი, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, მოიტანა წყენები, იმედგაცრუებები, დავინახეთ ერთმანეთი უკეთ და არც თუ კარგი მხრიდან;

ეს მორალური და ადამიანური მხრიდან;
და ისე ამ ვირუსმა მოიტანა: შიში, სიკვდილი, ნევროზები, პანიკა, სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები და ადამიანთა დიდ ნაწილში უნდობლობა მედიცინის მუშაკების მიმართ.
მატერიალური კრახი უამრავი ოჯახისათვის.
მოკლედ, მთლიანად ამოგვატრიალა და აგვრია…
—–
მე პირადად არასოდეს ვენდობი არც აქაურ რაღაცა მდარე სააგენტოებს, გაურკვეველი წყაროდან მოთრეულ ათასნაირ ინფორმაციებს, არც ზოგიერთი ფრენდის დაპოსტილ: “ვაიმეე გაიგეეთ? რა მოოხდა ინდოეთშიი?” ან “ბრიუსელში კაცი მომკვდარა, თურმე იცით რა მოხდა”?
ნუ ხომ მიმიხვდით, აი ამ: სან-ფრანცისკოში, ბრიუსელში, ერევანში და ვილნიუსში რომ ვიღაცას რაღაცა დაემართა-ეგ ჩემთვის არის და იყო ფეიკ-ნიუსი.
ფეიკია ჩემთვის ასევე: “ვაიმე გოგო ჟუჟუნას რძალი ლიკა აცრილა და მეორე დღეს თრომბით მომკვდარა, გაიგეე”?
და ესეც:
“არც ერთ აცრილს არ დამმართვია კოვიდი და ვისაც დაემართა, ყველამ ისე იოლად გადაიტანაა”
……
ზოგადად, ძალიან ვერიდები გადაუმოწმებელი ინფორმაციის დადებას ჩემს კედელზე.
თან
გვამი მე არ გამიკვეთია; მეცნიერული კვლევები მე არ ჩამიტარებია; მიკროსკოპში მე არ ჩამიხედავს; ვირუსი მეცნიერულად მე არ შემისწავლია… და ასე შემდეგ.
აი, რანაირად მივცე ახლა მე თავს უფლება-შემოვიდე და ბრძნულად დაგმოძღვროთ?
ან რაღაცა ვწერო მტკიცებით ფორმაში;
ან დავდგე და დაგაშინოთ რომელიმე მხარე!
სულერთია-აცრილი თუ აუცრელი.

ამიტომ, რასაც ჩემი თვალით ვხედავ და რაც ვიცი-უშუალოდ ადამიანის მონაყოლიდან, რომელიც არანაირად არ არის დაინტერესებული მხარე, აი ამ ადამიანთა მონაყოლს და მხოლოდ მშრალ ფაქტებს ვენდობი. აუცილებლად რომ ვიცნობ, ისეთ ადამიანებს. ან ვინც წერს გვარ-სახელით მავანზე.

ვიმეორებ: “ვაიმეე გაიგეეთ, რა მომხდარაა”?
აი ასეთ ინფორმაციებს არ ვენდობი. მგონი ეს ჩემი ნებაა და მაქვს უფლება-არ ვენდობოდე.
და მივედი მთავართან
რას დავაკვირდი
რას და

1) კოვიდით დაავადდა ყველა კატეგორია: ის, ვინც ძალიან უფრთხოდა და ისიც ვისაც ფეხზე ეკიდა;

2) დამძიმდა და გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც და თანმხლები დაავადებებით ანამნეზში-ასეთიც;

3) ადამიანთა უმრავლესობამ ეს ვირუსი გადაიტანა ადრეც და ახლაც-აუცრელმა (!!!) მშვენივრად;

4) გარდაცვლილთაგან არათუ დიდი უმრავლესობა, არამედ აბსოლუტურად ყველა-იყო აუცრელი;

(ამას ვწერ-ჩემს გარშემო რაც ხდება იქიდან გამომდინარე და ამიტომ ნუ აიფოფრებით);

5) აი ამ წუთს ერთი ქალბატონი, ჩემი ოჯახის უახლოესი, წევს რეანიმაციაში, არის ორჯერ აცრილი და არის უმძიმესი. ეს არის (ჩემს გარშემო) პირველი შემთხვევა, როცა ორჯერადად აცრილი ისე დამძიმდა რომ მართვით სუნთქვაზეა; (აზრადაც არ მომსვლია ამ ფაქტის მიმალვა, არ ვარ ჩაციკლული და არც სექტის წევრი);

6) ყველაზე რთულად დაავადება წავიდა იმ ადამიანებში, ვინც იყო პანიკაში; (ეს ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ, არ მეცეთ);

7) პისიარი აღარ არის სანდო, მგონი უფრო ომიკრონის შემთხვევაში და ხშირად ადამიანი შეჰყავს შეცდომაში;
8. დაავადების გამოვლენიდან პირველივე დღეს ანტიბიოტიკის მიღება, თან თვითნებურად არ არის მართებული, ეს ყველამ ვიცით; და მიუხედავად ამისა-უამრავი ადამიანი, ვინც დაიწყო ანტიბიოტიკის მიღება-გადარჩა!

აი ამის მერე-მე აღარ ვიცი ამ ვირუსზე რაღა ვწერო მტკიცებით ფორმაში, სრული გაურკვევლობა მეუფლება!
მე თავად საკუთარ მამას მხოლოდ მეექვსე დღეს მივეცი ანტიბიოტიკი, ისიც 39 სიცხის ფონზე, რომელიც პირველი დღიდან არ ჩამოვიდა ქვემოთ;

9) კოვიდის გადატანის მერე, ადამიანთა უმრავლესობას დაეწყო უძილობა, შიშები და ნებისმიერ გაუარესებას ჯანმრთელობისას-მიაწერენ კოვიდს; არც აქ ვიცი რა ვთქვა… ამიტომ ვერაფერს ვამტკიცებ; ჩეmi აზრით, ეს უფრო ფსიქოლოგიურია; ან რა არის გასაკვირი-მსოფლიო მასმედიის ისტერიული ინფორმაციების მერე?

10) კოვიდი დაემართა ზოგს მესამეჯერ, ზოგს მეოთხედ; ეს არაფერში ჯდება;
11) მუსირებს აზრი: “ექიმები ხოცავენ პაციენტებს” !

აქ რა უნდა ვთქვა აბა? (( ერთი რაც შემიძლია შეგახსენოთ-არაერთი ექიმი და ზოგადად მედმუშაკი შეეწირა ამ ვირუსს და საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურნენ ადამიანებს… როგორ დავიჯერო რომ ეს ექიმები საკუთარ თავს არასწორად მკურნალობდნენ და ძალით მოიკლეს თავი?

12) “პაციენტები” კვდებიან უპატრონობით”- შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ძალიან პატრონიანი, შეძლებული და ყურადღების ცენტრში მყოფიც გარდაიცვალა, თან არაერთი!

ამიტომ მოდი, ნურაფერს ამტკიცებთ, უბრალოდ უხერხულია.

13) ექიმებსაც მოსდით გადაცდომა და ეს გადაცდომა ზოგჯერ სხვა ადამიანის სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც ჩემი აზრით, უპატიებელია;

14) არ მეგულება ადამიანი, ჩემზე მეტად სძულდეს პირბადე ((( უნდა ვაღიარო-არც ერთხელ არ ამიწევია ნიკაპს ზემოთ (( მაგალითს არავის გაძლევთ, მაინცდამაინც მე ნუ მომბაძავთ, მაგრამ
მაინც მიკვირს როცა იმ სამეულს უბრაზდებიან-რატომ გვაძალებენ ნიღბით სიარულსო!
მათ ადგილას რომ იყო თავად შენ რას იზამდი? გამოხვიდოდი და მოსახლეობას მოუწოდებდი: -მოიძრეთ აწი პირბადეები და ერთმანეთს ჩაეხუტეთო?

მაგათ აბა სხვა რა უნდა გვირჩიონ? მითუმეტეს ისეთ ვითარებაში, როცა სადღაც დღესაც ვიღაცეები იხდიან სამასკაციან ქორწილებს და ქელეხებს თურმე ((( ეს ხომ მე არ მომიგონია, ცხრა თვის ორსული გოგო დაიღუპა, მრავალასიან ქორწილში იყო კონტაქტი…
და აქვე უნდა ვთქვა: ქუჩაში პირბადე რისგან ან ვისგან მიცავს, ხომ არ იცით?
პირადად მე საშინლად ვბრაზობ ამაზე. ხალხმრავალ ადგილებში-გასაგებია, და ქუჩაში?
და ბოლოს

15) დღიდან ამ პანდემიის დაწყებისა, ვწერდი რომ სტრესი კლავს; სტრესით გაცილებით მეტი იღუპება, ვიდრე ვირუსით.

ამ აზრზე ვარ დღემდე, ეს არ შემიცვლია;
სამაგიეროდ შევცვალე რამდენიმე ჩემი აზრი და განწყობა რიგ საკითხებში; და სულაც არ მიკვირს-სექტის წევრი ხომ არა ვარ, ერთ აზრზე ვიყო სულ და ბრმად ვამტკიცებდე რაღაცას?
ჰოდა
აი, ამდენ ურთიერთგამომრიცხავ პუნქტში, რაც თუნდაც მე ახლა აქ ჩამოვწერე
აი, ამ ყველაფრის შემდეგ
რას
როგორ
და რანაირად ამტკიცებთ ხალხოო!
როგორ აძლევთ თავს უფლებას-ვინმეს რაიმესკენ მოუწოდოთ?
მე დედაჩემის ნაცვლად ვერ მივიღე გადაწყვეტილება
ვერ ავცერი. იმიტომ რომ ეს მისი სიცოცხლეა, გადაწყვეტილებაც მას უნდა მიეღო და არა მე.
არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვთვლი.
ჰოდა ყველას საკუთარი თავი და სიცოცხლე აბარია და თქვენ-ზოგიერთს რა გრჯიით?
არ მეგულება ამქვეყნად აცრილი, რომელიც იმიტომ აიცრა რომ-არიქა, სამყარო გადაარჩინოს!
ყველა იცრება საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად.

ასე მჯერა მე.
ზოგმაც იძულებით გადადგა ეს ნაბიჯი, სამსახურის დაკარგვის შეეშინდა.
ჰოდა გაეშვით რაა ერთმანეთს და ნუღარ სტკენთ სხვებს;
ახლა მე რომ გამოვდგე და დავწერო: ვაქცინა შხამია! არ გაიკეთოთ!
მე-რომელიც დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ვეწევი ლამის! ( და ღამე ნახევარ ტორტს ვავლებ მუსრს!
რატომღაც რომ დავშინებულიყავი ერთი გრამი ვაქცინის გამო!
ან ჩიპის შემშინებოდა, როცა ერთ ჯიბეში პირადობის მოწმობა მიდევს და მეორეში ბანკის კარტა და მობილური!
—–
ჰოდა ვისაც რისი გეშინიათ-გეშინოდეთ რაა თქვენთვის!
რა საჭიროა ყოველ დღე წერო-რამდენი გარდაიცვალა;
დააპანიკო სხვები!
მოუყვე როგორ იშხამავს ორგანიზმს თუ აიცრება
ან როგორ წირავს თავს სიკვდილისთვის თუ არ აიცრება!
—–
რატომ მომინდა ეხლა იციი ამხელას დაწერა?
ასეთი პოსტი ვნახე:
“სამყაროს გადავარჩენთ აუცრელები” ვიღაც იტალიელს უთქვამს…
და ამას ეთანხმებიან ჩემი ფრენდები.. კიდევ კარგი ყველა არა.
მსგავსი ბოროტი განცხადება ერთხელ ვნახე კიდევ აქ, როცა ქალი წერდა: “აუცრელები არსად არ შეუშვათ და ხელფასებიც არ მისცეთო”! (((
და ეს “სამყაროს გადაარჩენენ აუცრელები” ისეთი ბოროტი ნათქვამია, რომ
მირჩევნია ისევ იუმორში გავატარო და
ერთ კითხვას მიტოვებს მათთან, ვინც მოიწონა:
-გენაცვალოთ ნინომ, სანამ თქვენ სამყაროს გადარჩენით იქნებით დაკავებულნი, ამასობაში ჩვენ რას ვაკეთებთ, აცრილები ანუ-უკვე დახოცილები ვართ თუ ვზივართ გულხელდაკრეფილნი და შორიდან გიყურებთ-როგორ შველით თქვენ სამყაროს”? ))))))
კარგი რაა მართლა…
——
ვინც დილიდან ღამემდე ამაზე წერს, პოსტავს გამწარებული და სულ სხვის დამუნათებაშია, სულერთია აცრილია ის თუ აუცრელი-აი სწორედ ასეთი ადამიანია დამფრთხალი და შიშისაგან დაპატარავებული: აცრილი-ეჭვობს-ემანდ სისულელე ხომ არ ქნა რომ აიცრა და აუცრელი-საკუთარ თავს და ყველას უმტკიცებს რომ სწორად მოიქცა რომ არ აიცრა;
ჰოდააა
როცა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში არ ხარ დარწმუნებული-სამყაროს და განსხვავებულ აზრს კი ნუ ეომები დალოცვილო,
დაწყნარდი! დაფიქრდი! და გაეშვი სხვების დაზაფვრას!
ბჯოს.
—-
სტატუსი-ჩათვალეთ ამჯერად არ არის ექიმის დაწერილი. ჩემი, როგორც ერთი რიგითი ადამიანის ნააზრევია და რაც მთავარია:
არავის არაფერს ვუმტკიცებ. რამეთუ
ამ ვირუსის მე ვერაფერი გავიგე….
ამიტომ ვიქცევი როგორც ადრე: როცა ვგრძნობ რომ ავად ვხდები, არ ვეკონტაქტები სხვებს; ვსვამ ტერაფლუს და მალინიან ჩაის. თუ შევატყვე რომ ვმძიმდები, მივმართავ ექიმს… ვსო.
ჯანმთელობა თქვენ ყველას.

პ.ს. სამყაროს გადაარჩენს სიყვარული“. – წერს ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები