გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე თაკო ტაბატაძე კიდევ ერთხელ აქვეყნებს პოსტს და გამოხატავს გულისწყვეტას, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ მედიით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. თავად კი დასძენს: „ჩემი მთავარი ამოცანაა ჩემი ოთხი საოცარი გოგონას აღზრდა და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბარი ძალიან ნაადრევია…“
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ის და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, ცოლ-ქმარი აღარ არიან… მედიამ ასევე გაავრცელა ფოტოები, სადაც თაკო თავის ახალ რჩეულთან, ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოები სპანდერამ თავისი სოცქსელის ანგარიშზე გაავრცელა.
თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”