LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში 17 წლის პირმა მოქალაქეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

93
დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 2005 წელს დაბადებული პირია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.