LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Bugatti Chiron-ის მძღოლმა მაქსიმალური სიჩქარე განავითარა და ახლა 2-წლიანი ციხე ემუქრება

149
eyJ1IjoiXC91cGxvYWRzXC8yMDE5XC8xMlwvbXRmXzYyNjEuanBnIiwidyI6ODAwLCJ2IjoiMS4wIn0=

ჩეხი ბიზნესმენი რადიმ პასერი შესაძლოა ციხეში მოხვდეს, თუკი გერმანიის მთავრობა მის ქმედებას რბოლის კლასიფიკაციას მისცემს. მსგავსი კანონდარღვევისთვის გერმანიაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი მოქმედებს – ჯარიმასთან ერთად თავისუფლების აღკვეთა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის და საქმეში გარკვევას სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ.

ინცდინეტი კი 2021 წლის ივნისში მოხდა, ავტობან A2-ზე, რომელიც საერთო მოხმარების გზაა, თუმცა სიჩქარის რეჟიმი არ მოქმედებს.

ჰიპერქარის მფლობელმა გადაწყვიტა, მოდელის მაქსიმალური სიჩქარე შეემოწმებინა და 1500 ძალის ძრავით 417 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. გასული წლის ბოლოს ბიზნესმენმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ავტომობილის სალონიდანაა გადაღებული და კუპეს სიჩქარე გარკვევით ჩანს.

ეს ვიდეო ნახა გერმანულმა პოლიციამ და მომხდარში გარკვევა გადაწყვიტა. განცხადება გააკეთეს ადგილობრივმა ჩინოვნიკებმაც და როგორც მათ აღნიშნეს, შეზღუდვის არ არსებობა არ ნიშნავს იმას რომ ადამიანს ნებისმიერი სიჩქარით შეუძლია გადაადგილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები