გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი გასული წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. მათ საოცარი ქორწილი ჰქონდათ. ამის შემდეგ იყო შთამბეჭდავი პერფორმანსი და ერთად ამღერებული წყვილი. დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ წყვილი საოცრადაა ერთმანეთზე შეყვარებული,
ამის მტკიცებულებაა მათი უკანასკნელი ფოტოები. წყვილი შვილებთან ერთად მატჩზე იმყოფებოდა. მათ არ იცოდნენ, რომ პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა და ეხუტებოდა. ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.