LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი: სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ, უამრავი პრობლემაა, რაც ხალხს აწუხებს, ყველაფერი ერთ პარტიაზე არ უნდა აეგოს

100
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. იოსელიანი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რაც ხალხს აწუხებს და ყველაფერი ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს.

აშშ-ის ელჩი: ჩვენი ინტერესია, სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება და სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი

„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ. არ ვთვლი, რომ პარლამენტში ერთ პოლიტიკურ პარტიაზე და ერთ პოლიტიკურ ლიდერზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი.

უამრავი პრობლემაა დაგროვებული და რაც ხალხს აწუხებს, იმ საკითხებზე უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისიები, იმაზე, რაც ხალხის ინტერესია. ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა აეგოს ყველაფერი.

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი უნდა, პარლამენტში შემოიტანოს და ეს სულ აქტუალური იყოს, მაგრამ მეორე საკითხია, ხალხს რა უნდა. მის მხარდამჭერებს შესაძლოა, ეს აინტერესებთ, მაგრამ ყველას არ აინტერესებს. ანუ მოქალაქეების 100 პროცენტიდან მათ მხარს უჭერს 20-25 პროცენტი, მეტი ხომ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში დაინიცირდა.

ბოკუჩავა: სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები