LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Delfos საკუთარ საწარმოს გახნის, სადაც მინანქრის პროდუქციას შექმნის ეროვნული ორნამენტებით

110
delfos

საიუველირო მაღაზიათა ქსელი Delfos შემოდგომაზე საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს, სადაც მინანქრის პროდუქციას შექმნის ეროვნული ორნამენტებით. საწარმოს გახსნის საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ ისაუბრა.

„იმედია, რაც გვაქვს დაგეგმილი განვახორციელებთ და ეპიდსიტუაცია უკან არ დაგვხევს. უკვე დავიწყეთ მცირე წარმოება, საუბარია ჯვრების და სახელობითი კულონების დამზადებაზე. მცირე წარმოებაა და პროდუქტს, საწყის ეტაპზე, ჩვენი გადამზადებული ხელოსნები ქმნიან,“ – აცხადებს კირვალიძე „ბიზნესპარტნიოთან“.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება საწარმოს ამოქმედების შემდგომ გეგმებს, აქ დამზადებულ პროდუქციას ქართველ მომხმარებელთან ერთად უცხოელ ვიზიტორებსაც შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ Delfos -ს საწარმოსთვის ფართი ლესელიძის ქუჩაზე აქვს შეძენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები