Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციას ოთარ კახიძე და ზაალ უდუმაშვილი შეუერთდნენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციას ოთარ კახიძე და ზაალ უდუმაშვილი შეუერთდნენ

64

პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება. ზაზა სარალიძისა დ ამალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერს საპროტესტო აქციას ევროპული საქართველოდან” ოთარ კახიძე, ოპოზიციურ გაერთიანებიდან  “ძალა ერთობაშია” კი გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილი შეუერთდნენ.მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა იმ პირის ვინაობა, რომელიც დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა, თუმცა, მას ბრალი არ აქვს წარდგენილი.

„პროკურატურამ და შსს-მ იმის ნაცვლად, რომ შვილმოკლულ მამას შეუზღუდონ სამართლიანი პროტესტის გამოხატვა, ამის ნაცვლად უნდა გადადგან ორი ნაბიჯი, ერთი, დაიწყონ დაუყოვნებლივ მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივ დევნა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც აღწერილია კომისიის დასკვნაში და მეორე, იმ პირების ქმედებებში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, ვინც ხელს აფარებდა სწორედ ხსენებულ პიროვნებას, ეს პირები არიან საქმის მწარმოებელი გამომძიებელი ფიფია, საქმის ზედამხედველი პროკურორი, ფხაკაძე და მაშინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსნბეთ, შვილმოკლული მამები უკვე დღეიდან პოლიტიკურ აქციებს იწყებენ და ყველას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.