LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარალიძე -მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვიეს

75

ზაზა სარალიძე, რომელსაც დღეს კიდევ ერთხელ არ მისცეს კარვის გაშლის უფლება პარლამენტთან, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი  ყველა იმ პოლიტიკურ ძალას,  ვინც მიიჩნევს, რომ ორი მოქალაქე უსამართლოდ არის დაჩაგრული და სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი შეუწყვეს მკვლელების დაფარვას მხარდაჭერას თხოვენ.

„მთელი 9 თვის განმავლობაში, სულ ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე, პოლიტიკურად მართულია მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვნარჩუნდებით მაქსიმალურად ყველანაირად, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად ეს პირდაპირ პოლიტიკურად გდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილს, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ვთხოვ როგორც შვილმოკლული მამა, ვთხოვ დაგვიდგნენ ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ზაზა

პოლიტიკურ პარტიებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა „ქრონიკა“ პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

ის ყველა პოლიტიკურ პარტიას, საპარლამენტოს და არასაპარლამენტოს დღეს 21:00 საათზე პარლამენტის წინ, შვილმოკლული მშობლების მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდებს.

ელისო კილაძის განცხადებითვე, მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალიდან სუს-ი გეგმავს ჩანაწერების გავრცელებას, სადაც სარალიძე პოლიტიკოსებთან საუბრობს.

კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ ენმ-ის აქცია მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები