LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მტვრის რაოდენობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასაშვებ ნორმას აღემატება

92

დედაქალაქში მტვრის რაოდენობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასაშვებ ნორმას აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვის სპეციალისტი, ნინო სულხანიშვილი ავრცელებს. სპეციალისტმა გარემოს დაცვის კომიტეტს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები წარუდგინა.

“საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში გაკეთდა საპილოტე მოკვლევა, სადაც 7 ლოკაციაზე განისაზღვრა გამონაბოლქვთან დაკავშირებული დამაბინძურებლები, ჯამური მტვერი და მტვერში შემავალი მცირე ნაწილაკები. კვლევამ აჩვენა, რომ გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნახშიროჟანგი და აზოტის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს პიკის საათებში, ხოლო მტვერთან დაკავშირებით უფრო ცუდი შედეგები გვაქვს. მომატებულია დასაშვებ ნორმაზე მეტად მტვრის შემცველობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით სამშენებლო მოედნებსა და სატრანსპორტო კვანძებში. გვაქვს რეკომენდაციები ქალაქში ატმოსფერულ ჰაერზე მოქმედ ბუნებრივ ფაქტორებთან დაკავშირებით,” – განაცხადა სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა მშენებლობა და ღია გრუნტი, საიდანაც ხდება მტვრის წარმოქმნა.

“რეკომენდაციებია ქალაქის გარშემო არსებული ტერიტორიებიდან შემომავალი მტვრის პრევენციაზე, ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები აჩვენებენ სხვა შედეგებს, ხოლო ავტომობილები, რომლებსაც უყენიათ კატალიზატორები, მათი გამონაბოლქვი ბევრად უფრო ნაკლებია,” – აღნიშნა სულხანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები