LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ…” – ნათია ფანჯიკიძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

191
BeFunky-collage (10)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ პოსტში ბულინგის საკითხს ეხმიანება და საზოგადოებას რჩევას აძლევს.

“მოკლედ მეგობრებო, ვინც ჩემ კედელზე ხშირად ხართ, იცით, არავის პირადი ფოტო ან სახელი არასდროს გამომიდია იმისთვის, რომ ადამიანს საყოველთაო დაცინვა, ბულინგი და ჯოჯოხეთი განეცადა. ეს კი არა, კომენტარების ჩატში რომ ვინმე ჩხუბობს, მაქსიმალურად ვცდილობ განმუხტვას. ზოგჯერ ფრენდის ნააზრევი რომ მომწონებია და გამიზიარებია, მის მიმართ კომენტარებში თუ ვერ ვმართავ აგრესიას, აუცილებლად ვშლი პოსტს. მირჩევნია შეველიო სტატუსს, ვიდრე ჩემ კედელზე ფეხქვეშ თელონ ვინმე. მიუხედავად ამისა, გადაცდომა მეც ხშირად მომდის ჩემი ხასიათის ფარგლებში.

ხან მხიარულების ჭარბი დოზა მაშვებინებს შეცდომას, როგორც ნიკო მეტყოდა, “ვერ ვღადაობ” საკმარისად წარმატებით ყოველთვის, ხან საკუთარი ფიქრის, რის გამოც სტატუსი დაიწერა, არასაკმარისი განმარტება, რომელიც სხვა განწყობის შექმნას ისახავდა მიზნად, ან სხვა აზრის გამოხატვას და სხვა რამ გამოდის, რადგან სადღაც კონტექსტი ვერ დავაზუსტე, რის პასუხადაც, ცხადია მეც ვიღებ ბულინგს და ცემა-ტყეპას, მაგრამ არ ვწუხვარ, რადგან შეცდომაზე, რა თქმა უნდა, უნდა მოგხვდეს, სამართლიანია.

არც მაშინ ვწუხვარ, როცა სრულიად დაუმსახურებლად ვიღებ ცემა-ტყეპას, რადგან სამართლიანი თუ უსამართლო, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, ბულერი, მჩაგვრელი, მაწყევარი და მაგინებელი, აგრესორია ცუდი ტიპი და არა მსხვერპლი. ხოდა გავატავტოლოგიურებ სტატუსის დასკვნით ნაწილს:

როცა ვიმსახურებ, ძალიანაც კარგი-მეთქი, ვამბობ, როცა არ ვიმსახურებ, აიდარდი-მეთქი. ხოდა ასე გირჩევთ შეხვდეთ ყოველგვარ ბულინგს.

გაიმსხვერპლეთ? – დამნაშავე მოძალადეა, თქვენ არა. უნებლიედ მოძალადედ იქეცით? – დაუწერეთ ცუდი ქულა საკუთარ თავს და მიირთვით ბულინგი, მშვენივრად მივირთმევ და ვინელებ, თუ ვიცი, რომ რამე შემეშალა. ხოდა შაბათ შალომ და ბედნიერი თებერვალი ყველას”,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები