LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი პარლამენტის მიმდებარედ – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა [ვიდეო]

73

ინციდენტი პარლამენტის მიმდებარედ – ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. როგორც ზაზა სარალიძე ყვება, მისი ავტომანქანიდან კარავი და სხვა ნივთები ამოიღეს.

„შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს“, – განაცხადა სარალიძემ.

სარალიძე გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

„დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაპირებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდებიან ყველაფერს, წინასწარ არაფერს ვამბობ,“ – ამბობს სარალიძემ.

სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის ინფორმაციით, პოლიციამ ზაზა სარალიძის კუთვნილი ავტომობილი უკანონოდ გააჩერა, გაჩხრიკა და საბარგულში არსებული კარვები ამოიღო.

ინციდენტი მისივე თქმით, მაშინ მოხდა, როცა ისინი ზაზა სარალიძის ავტომანქანით პარლამენტისკენ გადაადგილდებოდნენ.

მომხდარის შემდეგ ზაზა სარალიძე მიწაზე დაწვა და კარვების დაბრუნება მოითხოვა, რის შემდეგაც პოლიციამ ის წამოაყენა. ზაზა სარალიძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ ფეხით გაემართა.

მოკლული მოზარდის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ამჟამად პარლამენტის შენობის წინ, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. მან ექიმების დახმარებაზე უარი განაცხადა.