LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მოისმენენ

262
ნიკოლოზ კვარაცხელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ამჯერადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს მოისმენენ – დაიკითხებიან მოწმეები.

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან ბრალდებულები. მათ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებენ.