ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
მოკლე განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ ამ დროისთვის საპატრიარქოში კარანტინია გამოცხადებული, ასევე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები მიღებებზე.
სხვა დეტალები, მათ შორის, როგორია ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უცნობია.