მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონი მან თავის მეწყვილესთან, ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავასთან ერთად მოიგო. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ რატის და, შორენა გაჩეჩილაძე და სიძე, გოჩა ჩერტკოევი.
რატი გაჩეჩილაძე:
გოჩა ჩერტკოევი ცხოვრებაში ზუსტად ისეთია, როგორსაც ეკრანზე ხედავთ. არ იცვლება, არ თამაშობს და მასში ეს ძალიან მომწონს. შეუძლია ყველაფერი მოგცეს, მაქსიმუმი გაგიკეთოს, მაგრამ შენ ეს უნდა დაიმსახურო. ძალიან მზრუნველი და კეთილია, მაგრამ რამეს არასწორად თუ აკეთებ, ამას აუცილებლად გეტყვის. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონზე იმდენად დაკავებული ვიყავი, მათ ნახვას თითქმის ვერ ვახერხებდი.
რაც შეეხება შეფასებებს, როცა კონკურსზე გადიხარ, ისინი არიან ჟიურის წევრები და არა – ოჯახის. ზოგიერთმა დაწერა, კონკურსი მოაგებინესო. თუ ასეა, 10 წლის განმავლობაში პირველად რატომ მოვიგე? სხვა წლებში ეს რატომ არ მოხდა? გოჩა და შორენა ჩემდამი მეტად კრიტიკულები არიან“.