ბრედლი კუპერის ახლი ფილმის პრემიერა ამჯერად ლოს-ანჯელესში გაიმართა. სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ფილმში „ვარსკვლავის დაბადება“ მონაწილე მსახიობები გამოჩნდნენ. მათ შორის ყველაზე დიდი რეზონანსი ლეიდი გაგას გამოჩენამ გამოიწვია. გაგამ არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და თავისი ექსცენტრიული გამოსვლით კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება. ის ვერცხლისფერ მბზინავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც დიდი შლეიფი ამშვენებდა. ანსამბლი კი გაგამ ასევე მბზინავი აქსესუარებითა და სამკაულებით გააფორმა.
პრემიერას ასევე ესწრებოდა რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერი. ასვე მსახიობები ლეა მიტჩელი და ალისია მილანო.