LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელს პირად ცხოვრებაში ისევ კრიზისი აქვს – ბოიფრენდის გამო მომღერალმა ყველა კონცერტი გააუქმა

10812
Untitled design

ირკვევა, რომ ადელის მიერ გადადებული კონცერტების მიზეზი არა პანდემია, არამედ პირადში არსებული სერიოზული პრობლემებია. გამოცემა The Sun წერს, რომ ბოიფრენდთან, რიჩ პოლთან ჩხუბის მერე ადელი ისტერიკაში იყო, რის გამოც მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო. რეპეტიციების დროს ის სულ ტიროდა და დროდადრო აჩერებდა შოუს. საბოლოოდ მისმა გუნდმა კონცერტების გაუქმების ან გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი ხდება ისიც, რომ წყვილის დაპირისპირება ადელის გამო დაიწყო, რადგან მან ბოიფრენდი უყურადღებობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ადელმა კონცერტების გადადების მიზეზად, პანდემია დაასახელა. ჯამში კი გაირკვა, რომ მთავარი პრობლემა ისევ მასშია. ამ ინფორმაციის გავრცელებას ფანების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

ვიდეო: „მასთან მუშაობა კოშმარია“- ადელის კონცერტი ბოლო მომენტში, მისი არარეალური მოთხოვნების გამო გადაიდო

ფოტო: შეყვარებული ადელი პაემანზე ლეოპარდის პრინტიანი თრენჩით მივიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები