Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზეთი – 2019 – 3.50, 2022 – 7 ლარი… ჩვენ ვართ ათეულში ბანგლადეშთან, სომალისა და ავღანეთთან ერთად: ოთხ ქალაქში ფასების ზრდას აპროტესტებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეთი – 2019 – 3.50, 2022 – 7 ლარი… ჩვენ ვართ ათეულში ბანგლადეშთან, სომალისა და ავღანეთთან ერთად: ოთხ ქალაქში ფასების ზრდას აპროტესტებენ

72
Untitled design - 2022-02-02T135212.346

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს ოთხ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში აქცია ერთდროულად დაიწყო, რომლის მონაწილეებიც  ფასების ზრდას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას, კომუნალური გადასახადების ზრდასა და საკვები პროდუქტების გაძვირებას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია თბილისში – „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარეობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისში ისინი შეიკრიბნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან, რადგან მმართველი გუნდი და მათ გამო ქვეყანაში გაზრდილი კორუფციაა დამნაშავე გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში.

„დაანონსებული საოცნებო ეკონომიკისა და ცხოვრების ნაცვლად ხალხმა მიიღო გაძვირებული ცხოვრება. გაძვირდა პროდუქტი, გაძვირდა მედიკამენტები, გაძვირდა კომუნალური გადასახადები, გაძვირდა ტრანსპორტი და ადამიანები უბრალოდ შიმშილობენ. მათ შორის, შიმშილობენ ბავშვები და ეს შიმშილობა იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას“, – აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი მუმლაძის თქმით კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, რასაც მმართველი გუნდი მიზანმიმართულად უწყობს ხელს.

„ამ სოციალურმა კატასტროფამ გამოიწვია ის, რომ ყოველი მეორე ადამიანი ცდილობს, რომ გაიქცეს ქვეყნიდან.

ამიტომაც, ის სტატისტიკური მონაცემი, რომ ჩვენ ვართ ათეულში ბანგლადეშთან, სომალისა და ავღანეთთან ერთად იმ ქვეყნებს შორის, ვინც თავშესაფარს ეძებს ევროკავშირის ქვეყნებში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა კატასტროფაში ვცხოვრობთ.

ქართველი ხალხის გადინებას და გაქცევას უწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილი. ეს 2019 წელს მან თქვა, რომ წასულიყო ქართველი ხალხი ემიგრაციაში. ეს არის მისი ოცნება – საქართველო ქართველების გარეშე“, – ამბობს აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

დღეს გამართული აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სიტუაციის გამოსწორებისთვის აუცილებელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები