იტალიაში 1 წლით სასტუმროში უფასოდ ცხოვრებას შეძლებთ, სანაცვლოდ კი ტურისტებს უნდა მოემსახუროთ – ასეთი შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის Airbnb-ის აქვს. განცხადების გაკეთება ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია, თუმცა უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც ინგლისურ და/ან იტალიურ ენას ფლობს.
აღსანიშნავია, რომ ბინების გაქირავების ცნობილმა კომპანიამ იტალიაში, კერძოდ, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ სამბუკაში ერთ-ერთი სახლი 1 ევროდ შეიძინა, შეაკეთა და ახლა მისი გაქირავება სურს. ამისთვის კი კომპანია მოხალისეს ეძებს, რომელიც სასტუმროში უფასოდ იცხოვრებს, ტურისტებს მოემსახურება, თან სასტუმრო მისთვის შემოსავლის წყაროც გახდება.
როგორც Airbnb საკუთარ ვებ-გვერდზე წერს, შერჩეულ კანდიდატს უფლება ექნება თან მეწყვილე, ან მეგობარი წაიყვანოს და მასთან ერთად იცხოვროს.