LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლახან გავხდი დედამთილი… ისე შემოვიდა ჩვენთან, როგორც ჰაერი, ქალიშვილივითაა, რომელიც არასდროს მყოლია“ – ნანა შონია

6
Untitled design (9)

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ნანა შონია, რომელმაც წამყვანის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა და კარიერის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

როგორია შენი განწყობა?

რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა იმოქმედა ჩემზეც, თუმცა, ვფიქრობ, რომ აყოლა არ ღირს, ეს კარგს ჩვენ არ მოგვიტანს, გამძლეობა უნდა გამოვიჩინოთ, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ის არ ჩერდება. მე ძალიან ემოციური ვარ, ცოტა ხნის წინ რაღაც გამახსენდა და ცრემლები წამომივიდა, ეს ჩემი ემოციურობა ხელს მიშლის ხოლმე, უხერხულ მდგომარეობაში ვარდები ხოლმე და სხვასაც ვაგდებ, რაც დრო გადის უფრო ემოციური ვხდები. თუმცა, ასევე ვიტყვი რომ ჩემი პროფესია ადამიანები უმეტესად ემოციურები არიან, ეს პროფესიაში გვეხმარება ხოლმე. მაყურებელი შენთან ერთად უნდა განიცდიდეს, ეს არის მთავარი.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან,

ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი ბალერინა, თუმცა, წონის გამო არ გამოვიდა. მახსოვს კაბა ბებიამ შემიკერა, ჩემს ჭიას ვახარებდი და სხვასაც სიამოვნებას ვანიჭებდი. მე მერაბ ნინიძე და ქეთი ჩხეიძე კლასელები ვიყავით და პირველ ტურზე ერთად შევედით, მათ ზურგი გამიმართეს, სკოლის მერხიდან აღმოვჩნდით ინსტიტუტში. ვხულიგნობდით ხოლმე. ზოგჯერ რეპეტიციების გამო ღამის 2 საათზეც მივსულვარ სახლში. მერაბიც მეზობელი იყო. შინაურული ატმოსფერო იყო. ჩემი მთავარი გულშემატკივარი და შემფასებელი დედა იყო. მამამ კი გამოცდის წინა დღეს გაიგო, რომ თეატრალურში ვაბარებდი. ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ჩემ მაგივრად სხვა აუყვანიათ როლზე, ეს ძალიან რთულია, ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს უსამართლობა იყო, თავად მეც მითქვამს, უარი როლზე. რამდენიმე წლის წინაც მოხდა, რომ უნდა მეთამაშა და უცებ შემთხვევით გავიგე, რომ საქმის კურსშიც არ ჩამაყენეს, ამ ყველაფერს დაღი დამასვა, რეჟისორი ჩემი ახლობელი იყო და მისგან ძალიან მეწყინა. თუმცა, ისიც მესმის, რომ ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. თუმცა ადამიანებმა ერთმანეთს აუცილებლად უნდა აპატიონ. ჟან რენოს სტატია წავიკითხე, ის ამბობს, რომ როდესაც „მე-5 ელემენტს“ იღებდნენ ის და რეჟისორი ბევრს მუშაობდნენ, ბოლოს კი ის ბრიუს უილისით ჩაანაცვლეს, ამის შემდეგ 2 თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ისე განვიცადეო.

თუ დაგვიწყებია ტექსტი სპექტაკლის დროს?

რა თქმა უნდა კი, რამდენჯერაც გინდა. ერთი იყო ძალიან სასაცილო, „ქალი გველს“ ვთამაშობ და ჩემი გამოსვლა იყო და ძალიან პომპეზური გამოსვლა იყო უზარმაზარი კოსტიუმით, გამოვდივარ ავანსცენაზე მაქვს მონოლოგი და უცებ გავშალე ხელები და გავჩერდი, არაფერი მახსოვდა, უცებ ზაზა პაპუაშვილმა, ჩემ მაგივრად თქვა ჩემი ტექსტი და ყველაფერი უცბად აეწყო, ასეთ დროს პარტნიორები გშველიან.

გიფიქრია თუ არა საზღვარგარეთ გაგეგრძელებინათ კარიერა?

ალბათ ახალგაზრდობაში მიფიქრია, თუმცა მერე მიფიქრია, ვის დავკარგივარ იქ მეთქი, იქ ყველას თავიანთი ტალანტი ჰყავს. მე ზოგადად ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან ვარ მიჯაჭვული, ასე იყო მუდამ. როდესაც შენს ხალხს უყვარხარ, სხვა ემოციაა, ეს გრძნობა ყველაფერს გადაწონის. მე და ჩემმა მეუღლემ თეატრში გავიცანით ერთმანეთს ის თეატრი მხატვარი იყო, დიდხანს ვმეგობრობდით შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა. ბედნიერებაა, როცა საყვარელი ადამიანთან ერთად მუშაობ.

როგორი იყო თქვენი ოჯახისთვის პანდემიის პერიოდი, როდესაც ერთ დღეს გაიღვიძეთ და აღარც სპექტაკლი, აღარც რეპეტიციები აღარც აპლოდისმენტი… 

კიდევ კარგი ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა, ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა წლები… ამ ყველაფერს ეტაპობრივად შევეგუეთ.  ვერაფერს ვერ გააკეთებ. პანდემიის დროს გადავაფასე, ის რომ როცა ხარ ჯანმრთელი, ეს არის უდიდესი ბედნიერება, ადამიანების სიყვარული დავაფასე, მინდა მეტი სიყვარული ვაჩუქო ადამიანებს.

როგორი დიასახლისი ხარ?

არ მყავს არანაირი დამხმარე, ვაკეთებ საჭმელს, მოკლედ, მშივრები არ მყავს ბიჭები. ახლახან  გავხდი დედამთილი, თუმცა, ვერ ვიგრძენი რა არის დედამთილობა, გოგოა არაჩვეულებრივი და ისე შემოვიდა ჩვენთან როგორც ჰაერი, ქალიშვილივითაა, რომელიც არასდროს მყოლია და სულ მინდოდა, ის არის ჩემი მეგობარიც, ერთი სული მაქვს ბებია გავხდე. რაც შეეხება ჩემს ბიჭებს, უფროსი არის მხატვარი, გრაფიკოსი და უმცროსი ჯერ მე-11 კლასშია, მასში მსახიობობის მონაცემებს ვიჭერ, დიდად არ მინდა, ეს პროფესია აირჩიოს, თუმცა ხელს შევუწყობ ყველაფერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები