კომპანია “თელმიკო” განმარტავს, თუ რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს ელექტროენერგიის ორი ქვითარი.
როგორც კომპანიის კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი თეა ნოზაძე ტელეკომპანია “იმედთან” აცხადებს, დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც საანგარიშო პერიოდი დაიხურა.
მისივე თქმით, ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული:
“ორი ქვითრის ამბავი აღარ განმეორდება, დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც დაიხურა საანგარიშო პერიოდი. ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული.
არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, მაგრამ როდესაც გვირეკავენ, ვუხსნით, რომ არ აქვთ გადახდილი თანხა დეკემბრის თანხა და სინამდვილეში თვიური მოხმარება არ გაზრდილა. არის მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლებს უჩნდებათ ტარიფის ზრდის განცდა.
რეალურად, როდესაც 2021 წლის ივლისში შემოვედით ბაზარზე და ტარიფი არ შეცვლილა, მაგრამ გარკვეული კატეგორიისთვის ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა. 1 იანვრიდან ეს აღარ იფარება, ახლა სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს, ესეც ქმნის გაძვირების შთაბეჭდილებას. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. 600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს.
ჩვენ ვალდებულები ვართ, განვახორციელოთ დარიცხვა იმ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც „თელასი“ გვაწვდის, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიხსნით. ყველა მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ საკითხზე მოგვმართონ. საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ძირითადად, 90%-ზე მეტი უსაფუძვლო აღმოჩნდა, რაზედაც წერილობით მივეცით ახსნა-განმარტება.
თუ ჩვენება არასწორად ფიქსირდება, მოგვმართავენ და “თელასი” ახდენს ჩვენებების გადამოწმებას, სწორი კილოვატის კორექტირებას და შემდეგ ჩვენ ვახდენთ თანხის კორექტირებას. დეკემბერი იყო გარდამავალი თვე, როდესაც დაიხურა საანგარიშო პერიოდი. ახლა უკვე ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება ჩვენება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული”, – განაცხადა თეა ნოზაძემ.