LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პარლამენტში გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას – სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება სპეკულაცია: საგარეო უწყება

106
BeFunky-collage (12)

საგარეო საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც უკრაინის რადაში გაშალეს ქვეყნების დროშები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და ტრიბუნაზე საქართველოს დროშა არ იყო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი აცხადებს, უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია ესწრებოდა და მან უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

„უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია. დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა და უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას.

სამწუხაროა რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები