LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ განაპირობა ლარის გაუფასურება – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

95

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად თურქეთსა და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, გაუფასურების ძირითადი ფაქტორი მაინც რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

„ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ეს კომპლექსური ფაქტორებია და ძნელია ერთი რომელიმე ფაქტორის გამოყოფა მანამ, სანამ არ გვექნება მოგვიანებით საგადამხდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია, რადგანაც ეს არის ყველაზე კარგი წყარო გასაანალიზებლად, რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას კურსზე. თუმცა, არავისთვის არ არის საიდუმლო ის მიზეზები, რომელიც ბოლო გაუფასურებას წინ უძღვოდა. ეს არის რეგიონში შექმნილი საკმაოდ რთული სიტუაცია. მოგეხსენებათ, თურქეთსა და რუსეთში განვითარებული მოვლენები. ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკები არ ახდენენ გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, რადგანაც ამის გაკეთება მაშინ, როდესაც მოქმედებს გაცვლითი კურსის რეჟიმი არის აბსოლუტურად შეუძლებელი და არ არსებობს რომელიმე ნიშნული, რომელსაც ეროვნული ბანკი უმიზნებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც გვენეტაძე აცხადებს, ჯერჯერობით ვერანაირ რისკებს ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავს. „ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განაცხადი, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ქვეყანაში და ვაკონტროლებთ იმ მიმდინარეობას, რაც ფასებთან დაკავშირებით არის“, – განმარტა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები