მიხეილ ცაგარელის კვირის (24-30 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად იღბლიანი კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. გაიცნობთ ახალ და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში. მეტად სასიკეთო პერიოდია ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნებების მოსაგვარებლად და ოჯახის შესაქმნელად. თუმცა, არაა გამორიცხული სასურველი ცვლილებების სასარგებლოდ, საკუთარი პრინციპების და ზოგჯერ პოზიციების დათმობაც მოგიწიოთ.
კურო – საკმაოდ ენერგიული, ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ყველა საქმის ბოლომდე მიყვანას, თუმცა, მოგიწევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.
ტყუპები – მზე მონათესავე სასწორის ზოდიაქოს ნიშანშია, რაც თქვენს საერთო განწყობაზეც პოზიტიურად აისახება. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ჩვეული კომუნიკაბელურობა და შარმი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ახალი კონტაქტების დამყარებასა და საინტერესო ნაცნობების შეძენაში. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად და პირველ რიგში საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად, სამოგზაუროდ წასასვლელად და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, რომანტიკულ თავგადასავლებში ჩასაბმელად და ნამდვილი სიყვარულის მოსაძიებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კირჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მთავარია ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ ახლობლებთან, რადგან სწორედ ისინი გააძლიერებენ თქვენს თვითრწმენას და შეგძენენ მეტი უსაფრთხოების შეგრძნებას. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა, იძულებული გახდებით იმოქმედოთ ფრთხილად, რადგან ნაკლებად სასიკეთო პერიოდია იდეების განსახორციელებლად ან ახალი საქმის დასაწყებად.
ლომი – ნაყოფიერი, მეტად იღბლიანი კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ახალი და საინტერესო ნაცნობების შეძენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი და შემოქმედებითი კონტაქტების გასაფართოვებლად. სამსახურში მიმდინარე ცვლილებები კი, ხელს შეუწყობენ თქვენს პროფესიულ ზრდასა და განვითარებას. მთავარია, იმოქმედოთ აქტიურად და აუცილებლად ისარგებლოდ ყველა პოზიტიური შესაძლებლობით.
ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან მართალია გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ იდეების განხორციელებისას, მაგრამ მიღწეული შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩებით. კარგი პერიოდია გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან შემოსავლის ახალი წყარო. იმოქმედეთ თამამად, თუმცა ფრთხილად, არ აჰყვეთ ილუზიებს და შეინარჩუნეთ ობიექტურობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას.
სასწორი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც პოზიტიური, მეტად იღბლიანი იქნება. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, პოპულარობის მოიპოვებას და გავლენის სფეროების გაფართოვებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ლიდერული თვისებების გამოსავლენად და სერიოზულ პროექტებზე პასუხისმგებლობის ასაღებად, ახალი მიზნების დასასახად და განსახორციელებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნების გასარკვევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მორიელი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში, რადგან სრულდება განვითარების ერთწლიანი ციკლი, ახალი კი, 23 ოქტომბრიდან დაიწყება. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. ეცადეთ არ აჰყვეთ ნეგატიურ ემოციებს და სირთულეების მიუხედავად მაინც შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი. თამამად დასახეთ სამომავლო გეგმები, თუმცა მათი განხორციელებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ. ეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ, შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას.
მშვილდოსანი – ჰარმონიული, მეტად პოზიტიური კვირაა. მოიმატებს თვითრწმენა, შეძლებთ მიზნების სწორად დასახვას და სასურველი შედეგის მარტივად მიღწევას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების მოსაწყობად და ახალი ნაცნობების შესაძენად, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახლობლებთან ძველი უსიამოვნებების მოსაგვარებლად და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად.
თხის რქა – პოზიტიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ყველა პრობლემებას მაინც მარტივად დაძლევთ. კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის, მთავარია გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და გამოავლინოთ ყველა საუკეთესო თვისება, ყურადღებით მიადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი. არაა გამორიცხული მოიძიოთ მეტად სანდო და საიმედო პარტნიორები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს.
მერწყული – მეტად სასკეთო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, ძველი საქმეების დასასრულებას და ახალი იდეების განსახორციელებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, ახალი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის შესაძენად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თევზები – სულიერი ტრანსფორმაციის კვირაა. შეგექმნებათ გარკვეული სირთულეები, რადგან მოგიწევთ წარსულთან დამშვიდობება და ძველი კავშირების გაწყვეტა, თუმცა პოზიტიური განწყობის შენარჩუნების შემთხვევაში ბევრად მარტივად შეხვდებით სიახლეებს და სწრაფად შეეგუებით ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, ახალი პროექტის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გეომაგნიტური დღეები – 25, 26, 27 და 30 სექტემბერი.