LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლე გატომ“, რომელიც წინა კვირას 10 ათასი ლარით დააჯარიმეს – დარბაზები გახსნა

208
15325255-677771569049598-4519065377053424185-o

საკონდიტრო კომპანია „ლე გატომ“ დარბაზები გახსნა. შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელს თავად კომპანიამ მიაწოდა.

„მოგესალმებით! მწვანე პასპორტების რეგულაცია გაუქმდა და გაცნობებთ, რომ ჩვენ გავხსენით დარბაზები. რეგულაციის შემოღების პირველი დღიდან, „ლე გატოს“ გუნდი სწორ პოზიციაზე ვიყავით, ჩვენთან მოსულ არც ერთ სტუმარს არ შექმნია აღნიშნული რეგულაციისგან გამოწვეული დისკომფორტი, არც ერთხელ ჩვენ მწვანე პასპორტი არ მოგვითხოვია. ჩვენი სიმართლე ბოლომდე მყარად დავიცავით… მადლობა ყველას !!! მადლობა „ლე გატოს“ თითოეულ თანამშრომელს !!!“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია „ლე გატო“, რომელმაც უარი თქვა „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის აღსრულებაზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა გასულ კვირას 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ჯარიმას სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე არ გადაიხდიდნენ.

„ლე გატო“ 10 000 ლარით დაჯარიმდა – საკონდიტრო „მწვანე პასპორტების“ მექანიზმს სასამართლოში ასაჩივრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები