LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი 120 ლარი ღირს

388
271740220-1886121621597756-8188790745396214482-n

დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით ყველის წარმოება დაიწყო. 5 სახეობის შვეიცარული რეცეპტით დამზადებული ყველი სარეალიზაციო ქსელში უკვე 2 კვირაზე მეტია იყიდება. როგორც იცით, პროექტს ბიზნესმენი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დმანისში დამზადებული ყველი მხოლოდ “ბლაუენშტაინ საქართველოს“ მაღაზიათა ქსელში იყიდება. სამომავლოდ დაგეგმილია როგორც HoReCa სექტორთან თანამშრომლობა, ისე ყველის ექსპორტზე გატანაც.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ქსელში 100 გრამი მთის დავარგებული ყველის, მუჩლის, რაკლეტის და კამამბერის ფასი 12 ლარია, 100 გრამი კრემყველის ღირებულება კი – 6 ლარი.

აღსანიშნავია, რომ დმანისში შვეიცარიულ-ქართული ტექნოლოგიით დამზადებული ყველი „კავკასიის“ ბრენდით იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები