LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყნებში – რა პოზიციაზეა საქართველო

114

კვლევითი პორტალ Numbeo-ს დანაშაულის მაჩვენებლის ინდექსის თანახმად, თბილისი 2018 წელს მსოფლიოს 327 ქალაქს შორის 312-ე ადგილზეა და შესაბამისად, უსაფრთხოების მიხედვით, მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან.

რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

რაც შეეხება მონაცემებს ქვეყნების მიხედვით, დანაშაულის ინდექსით 117 ქვეყანას შორის საქართველო მეხუთე ადგილზეა. შსს-ს ინფორმაციით,  საქართველომ, 2017 წელთან შედარებით, ეს პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა.

ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად იაპონიაა დასახელებული, ხოლო საშიშად – ვენესუელა.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას და სხვა მონაცემებს აფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები