როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას, როგორ შევამციროთ თმის ცვენა და ქერტლი – ამ და სხვა საკითხებზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში ,,სილამაზის აკადემია” დერმატო–ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
როგორ მოვუაროთ ცხიმიან სკალპს?
პრობლემა ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია, ანუ ჯირკვლები, რომელიც მდებარეობს სკალპზე ჭარბად მუშაობენ, გამოიყოფა ცხიმი, რომელიც გამოდის სკალპის ზედაპირზე და ეს ყველაფერი ცხიმიან ხდის თმას. ეს ამიტომ პაციენტებს აწუხებს ეგრეთ წოდებული ზეთოვანი შეხედულების თმა. არიან ადამიანები, რომლებიც დილით იბანენ თავს და საღამოს უკვე ცხიმიანი აქვთ. ქალბატონებში ცხიმიანი თმა ხშირად არის ჰორმონალური დისბალანსის შედეგი, როცა მამაკაცის ჰორმონები, ტესტოსტერონი ჭარბობს. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე. ცხიმოვანი ჯირკვალი სიგნალს იღებს ამ ჰორმონებისგან.
თმის დაბანასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციებია?
თმა უნდა დაიბანოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოითხოვს ამას სკალპი, თუნდაც ყოველდღე, რათა ჭარბი რაოდენობით ცხიმი მოაშოროთ სკალპს.
რა იწვევს ქერტლს?
ქერტლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, მაგალითად, ყველაზე ხშირია სებორეული დერმატიტი, ან შეიძლება ქერტლი გამოიწვიოს არასწორად გამოყენებულმა პროდუქტმა, კერძოდ შამპუნმა ან საღებავმა. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ აწუხებთ სკალპის სიმშრალე, რადგან ქერცლოვან ელემენტებს ხედავენ. რეალურად სებორეული დერმატიტის დროს სკალპი არის ცხიმიანი. ქერცლოვანი ელემენტები იმიტომ ხვდება, რომ სკალპზე ნორმალურ ფლორას წარმოადგენს სხვადასხვა მიკროორგანიზმების არსებობა, რომლებიც იკვებებიან კანის უჯრედებით და სწორედ ეს იწვევს ქერცლოვან ელემენტებს. ამიტომ ქერტლისა და ცხიმიანი თმის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ერთი და იგივე შემადგენლობის შამპუნი. კერძოდ, სელენიუმ სულფინის, თუთიის პირითიონის და ასევე კეტოკონაზოლის შემცველი შამპუნები.
თმის ნიღბები როგორ აისახება სკალპზე?
ნიღბები ხშირ შემთხვევაში ქმნის პრობლემებს და არ არის რეკომენდებული. რეკომენდაციებს ადგენენ ასოციაციები, სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სკალპისთვის სწორად შერჩეული შამპუნი. რეალურად თმას არა, სკალპს სჭირდება დაბანა შამპუნით, შამპუნი უნდა წაისვათ სკალპზე და არა თმაზე, წყალი უნდა იყოს თბილი 36-38 გრადუსი, წყალს უნდა მივცეთ საშუალება რომ ჩამოვიბანოთ ეს შამპუნი, არ არის საჭირო თმის გაწურვა, სველი თმა არ უნდა დავივარცხნოთ. თმის კონდიციონერის გამოყენება უნდა მოხდეს შამპუნის მოხმარების შემდეგ.
თმის ცვენასაც მინდა შევეხოთ, რა იწვევს თმის ცვენას?
ბევრი მიზეზია. არსებობს სხვადასხვა ტიპის თმის ცვენა. არსებობს ბუდობრივი ალოპეცია, რომელიც ავტოიმუნური დაავადებაა. რაც შეეხება თმის შეთხელებას, ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირად გვაქვს ორი ტიპის პრობლემა: ანდროგენული ალოპეცია, ეგრეთ წოდებული მამაკაცის ტიპის გამელოტება, მაგრამ ის ასევე შეიძლება შეგხვდეს ქალბატონებში, მისი მკურნალობა რთულია, ერთ-ერთ მეთოდად ითვლება კოსმეტიკური გადანერგვა. რაც შეეხება თმის შეთხელებას – ამ შემთხვევაში არის თმის ტელოგენური ცვენა. მისი მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ვიტამინის გაქრობა, მათ შორის რკინის გაქრობა, ასევე პოსტ ვირუსული პერიოდი, ინფექციის შემდგომი პერიოდი (მათ შორის კოვიდი).