ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში, აფეთქებისას 8 ბავშვი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.
ისინი პოლიციის შენობასთან ახლოს თამაშობდნენ, რა დროსაც შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიცია შენობის დანაღმვაში თალიბანს ადანაშაულებს, რადგან გასულ კვირაში ეს ტერიტორია თალიბების კონტროლის ქვეშ მოექცა.
დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 6-დან 12 წლამდეა. ორ ბავშვს კიდურების ამპუტაცია დასჭირდა.
თალიბანს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.