LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინების ფასები თბილისის სხვადასხვა უბნებში

289
715x400

თბილისში სახლები ელვის სისწრაფით შენდება. ალბათ, უკვე აღარ არსებობს უბანი, სადაც ახალი ნაგებობები და მშენებარე კორპუსები არ დგას. ქალაქს ახალი საცხოვრებელი ფართები და რეკრეაციული ზონები ემატება. დეველოპერებს სახელმწიფო აკისრებს ვალდებულებას, თითოეულ ნაგებობას მოუწყოს ე.წ. მწვანე ზონა. შესაძლოა, ეს მიდგომა სამშენებლო კომპანიისთვის სახარბიელო არ იყოს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ წლებთან ერთად, უკეთესს გახდის ქალაქის ეკოლოგიას.

თბილისში ბინებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში ბინის ყიდვის მსურველი ყოველთვის ბევრი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ტენდენცია იცვლება და ბევრი იღებს გადაწყვეტილებას შედარებით მშვიდი და მწვანე ლოკაციის სასარგებლოდ. დეველოპერული კომპანიებიც დაინტერესდნენ ასეთი ადგილებით და წარმოადგენენ საინტერესო და კომფორტულ საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებს საცხოვრებელ სივრცეს, სავაჭრო ცენტრებს, ფიტნეს დარბაზებს და ყველაფერ იმას, რაც ადამიანს შეიძლება ყოველდღიურობაში დასჭირდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თითოეულ უბანს თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაინც არის გამორჩეული უბნები, სადაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.

ვაკე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია. განვითარებული ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი პარკები, სკვერები და ნაგებობები იზიდავს ადამიანის თვალსა და გულს, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა. უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მაღალია. თუმცა, ღირებულებას მაინც ბინის მდგომარეობა საერთო ფართი და კომფორტი განსაზღვრავს.

ვაკეს არ ჩამოუვარდება საბურთალო. ისტორიული წყაროების მიხედვით, საბურთალომ განვითარება XI-XIII საუკუნეებში დაიწყო, ხოლო 1917 წლიდან უშუალოდ დედაქალაქის ნაწილი გახდა. ეს იყო სწორი, ვაკე ადგილი, სადაც თამარ მეფის დროს მეომრები საბურთაოდ მიდიოდნენ, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელიც, რომელიც ცოტათი შეიცვალა და ახლა საბურთალო ჰქვია.

საბურთაო ადგილის რა მოგახსენოთ, მაგრამ საცხოვრებლად ნამდვილად კარგი უბანია. ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ლოკაციაა, სადაც შენდება და შენდება ახალი კორპუსები, საოფისე და კომერციული ფართები. გასაყიდი ბინები საბურთალოზე ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება. არჩევანი მრავალფეროვანია, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივად ხდება ხოლმე.

ავლაბარი თბილისის უძველესი უბანია, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია, ახლოსაა აეროპორტთან, ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან რომელთა დასათვალიერებლად ფეხითაც შეუძლია მსურველს წასვლა, იქვეა სამება, რიყე, ნარიყალა, სოლოლაკი, თავისუფლების მოედანი და.ა.შ. ავლაბარში ძირითადად ძველი აშენებული სახლები და იტალიური ეზოებია, თუმც ნელ-ნელა ინტერესს იჩენს დეველოპერული სექტორი ამ უბნის მიმართ და დაიწყო ახალი პროექტების მშენებლობა, რომელიც კიდევ უფრო გაუხსნის პოტენციალს ამ უბანს. უძრავი ქონების ფასები ძველ სახლებში საშუალო ნიშნულზეა, მაგრამ ახალ პროექტებში საკმაოდ ძვირად ფასობს ბინები.

რა განსაზღვრავს ბინის ფასს?

ადგილმდებარეობის შემდეგ ბინის ფასზე უდიდეს გავლენას ახდენს მშენებლობის ხარისხი. ესაა საკითხი, რომელშიც ფულის დანანება არაფრით არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გამოარკვიოთ როგორ მასალით შენდება კორპუსი, იყენებენ თუ არა ენერგო ეფექტურ მასალებს, რომელიც უზრუნველყოფს ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილეს, რაც მოქმედებს გადასახადებზე. ამასთანავე მნიშვნელოვანია ახლომახლო იყოს სკვერი, სკოლა, ბაღი, ხშირად დადიოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გამართული იყოს ინფრასტრუქტურა. შესაძლოა, მცირე დეტალმაც კი შეგიქმნათ დისკომფორტი კონკრეტულ სახლში ცხოვრებისას, ამიტომ უმჯობესია, ყველა დეტალი წინასწარ გამოიკვლიოთ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები