Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გამყრელიძე: საქართველოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: საქართველოში “ომიკრონით” გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა

1227
ომიკრონ 33

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდით გარდაცვლილთა შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ დელტა შტამის დამძიმების შედეგია, თუმცა გამყრელიძე აცხადებს, რომ “ლეტალურ შედეგებს შორის „ომიკრონის“ შტამიცაა”. ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.

გამყრელიძე: ახალი კვლევებით გამოჩნდა, რომ „სინოფარმის“ „ბუსტერი“, სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა “ომიკრონით”, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები.

“ამჟამად, დადებითი შემთხვევების 90-95% “ომიკრონია”. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაშიც და სამწუხაროდ, გარდაცვალებაშიც მისი წილი თანდათან მოიმატებს. ზოგადად, დადასტურებულ შემთხვევებში, გარდაცვალების პროცენტი შემცირებულია“, – აპცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება.

გამყრელიძე: დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები